დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წლის დეკემბერში ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეთანხმდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნაზე. ამჟამად თანამეგობრობაში შედის თორმეტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. დსთ-ს ქვეყნების ადამიანის უფლებათა განხორციელების მექანიზმის განვითარებისთვის მამოძრავებელ ძალას ემატება ევროპის საბჭოსა და ევროპის თანამეგობრობის წევრობის სურვილი (ნაწილობრივ მათ მიაღწიეს ამას). შესაბამისად, დსთ-მ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია 1995 წელს მიიღო. დსთ-ში ადამიანის უფლებათა კომისია 1993 წელს ჩამოყალიბდა დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით და დსთ-ს წესდების 33-ე მუხლის თანახმად.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»